"სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ კალაბრია ძალიან კარგი იყო", - სპალეტიმ ხვიჩას თამაში შეაფასა » სპორტის ხაზი

"სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ კალაბრია ძალიან კარგი იყო", - სპალეტიმ ხვიჩას თამაში შეაფასა

"სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ კალაბრია ძალიან კარგი იყო", - სპალეტიმ ხვიჩას თამაში შეაფასა
19-04-2023, 02:28
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მილანმა ნაპოლი ორივე მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა დასრულებულია.

ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა, ხვიჩას სხვაობას შემცირების კარგი შანსი 82-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი (7.8) ქულა დაიმსახურა, რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, ამავე გამოცემის მიხედვით ეს ტიტული მილანელთა კარის დარაჯს, მაიკ მენიოს ერგო - 8.4 ქულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელზე ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა.

"კვარაცხელია, ლოზანო და პოლიტანო დღეს ზედმეტად პროგნოზირებადი იყვნენ - ხვიჩა 20-ჯერ მაინც აღმოჩნდა ერთი-ერთზე მეტოქის წინააღმდეგ, თუმცა კალაბრიამ საკუთარი სამუშაო კარგად შეასრულა. მან მომენტებიც შექმნა, კარშიც ურტყამდა და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა", - თქვა სპალეტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი