დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება “ნაპოლისა” და “მილანს” შორის. პირველი შეხვედრა სან სიროზე “როსონერის” გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.
“შავ-წითელთა” მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და დღევანდელ დაპირიასპირებაზე ისაუბრა:
“მოხარულები ვართ აქ ყოფნით და მზად ვართ, რომ მაღალი დონის მატჩი ჩავატაროთ. კონტრშეტევები ჩვენი თამაშის ნაწილია და ვეცდებით, კარგად ვიმუშაოთ ამ ასპექტით. აქ თავის დასაცავად არ ჩამოვედით, იმიტომ, რომ მხოლოდ მინიმალური უპირატესობა გვაქვს გუნდთან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე შინ 12 მატჩია არ წაუგია და რომელსაც შინ ამ ტურნირზე თამაშში 3-4 გოლი გააქვს. გუნდურად უნდა ვითამაშოთ და ბურთს მარტივად არ უნდა დავკარგოთ. ორივე გუნდს ჰქონდა წინა მატჩებში შანსები და ვინც გამოიყენა, იმან მოიგო. ნაპოლიმ ერთი კვირის წინ თამაში უკეთ დაიწყო, რაც ხვალისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.”
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება 23:00-ზე დაიწყება.