"შტუტგარტს მადლობა, მწვრთნელმა კი ცოტათი ტვინი უნდა გაანძრიოს", - მიულერის მინიშნება ტუხელს » სპორტის ხაზი

"შტუტგარტს მადლობა, მწვრთნელმა კი ცოტათი ტვინი უნდა გაანძრიოს", - მიულერის მინიშნება ტუხელს

"შტუტგარტს მადლობა, მწვრთნელმა კი ცოტათი ტვინი უნდა გაანძრიოს", - მიულერის მინიშნება ტუხელს
16-04-2023, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ჰოფენჰაიმს უმასპინძლა და ფრე, 1:1 ითამაშა.

რომ არა პარალელურ შეხვედრაში შტუტგარტის კარგი თამაში, დორტმუნდი ბაიერნს ქულებით გაუთანაბრდებოდა, რაც ცხადია რეკორდმაისტერისთვის ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლას კიდევ უფრო გაართულებდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტომას მიულერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, შტუტგარტს მადლობა გადაუხადა და ტომას ტუხელს "გამოფზიხლებისკენ" მოუწოდა.

"ჩვენი თამაშით შოკირებულები ვართ, არადა მატჩამდე კარგად მოვემზადეთ. მწვრთნელმა ცოტათი თავი უნდა გააქანოს - ისე კი მადლობა შტუტგარტს უნდა გადავუხადოთ", - თქვა მიულერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი