“მეგონა, კვარა მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა” - კასანო “მილანთან” მატჩზე » სპორტის ხაზი

“მეგონა, კვარა მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა” - კასანო “მილანთან” მატჩზე

“მეგონა, კვარა მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა” - კასანო “მილანთან” მატჩზე
15-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო “მილანისა” და “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მან Bobo TV-ის ეთერში ისაუბრა. როგორც ჩანს, ანტონიო ცოტა იმედგაცრუებულია “პარტენოპეის” ლიდერების თამაშით, განსაკუთრებით სტანისლავ ლობოტკასა და ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებით.

“ნაპოლიმ კარგად ითამაშა და წაგება არ დაუმსახურებია, მათ შესანიშნავი მომენტები ჰქონდათ. აშკარაა, რომ გუნდს ოსიმენის გარეშე თამაში უჭირს. ვიქტორი მეტოქის ნახევარმცველებს თავისკენ იტყუებს, თანაგუნდელების კარგ თამაშს სწორედ ნიგერიელი განაპირობებს.

ვფიქრობდი, რომ სტანისლავ ლობოტკა და ხვიჩა კვარაცხელია უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებდნენ. მაინც მგონია, რომ შემდეგ ეტაპზე ლუჩიანო სპალეტის გაწვრთნილი შეგირდები გავლენ” - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ “პარტენოპეისა” და “როსონერის” შორის განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, 23:00-ზე დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი