სასიამოვნო ინფორმაცია - როდის დაუბრუნდება გუნდს თორნიკე შენგელია? » სპორტის ხაზი

სასიამოვნო ინფორმაცია - როდის დაუბრუნდება გუნდს თორნიკე შენგელია?

სასიამოვნო ინფორმაცია - როდის დაუბრუნდება გუნდს თორნიკე შენგელია?
4-10-2022, 00:15
Aa Aa
გაზიარება:

„ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ტრამვის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ თოკო გუნდს მალე დაუბრუნდება.

"გვაკლია რამდენიმე კალათბურთელი. ავუდუ აბასი მალე გამოჯანმრთელდება და გუნდს შეუერთდება. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, შესაძლოა, ის მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს. მათ არყოფნაში ახალწვეულებმა თავი კარგად წარმოაჩინეს." – განაცხადა „ვირტუსის“ გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შენგელიამ ხრის ტრავმა 24 აგვისტოს ნიდერლანდებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მიიღო. ამის გამო მან ევრობასკეტზე ეროვნული ნაკრების დახმარება ვერ მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი