მსხვერპლი დამცველის როლით - სანე მანესთვის კონტრაქტის შეწყვეტის წინააღმდეგია » სპორტის ხაზი

მსხვერპლი დამცველის როლით - სანე მანესთვის კონტრაქტის შეწყვეტის წინააღმდეგია

მსხვერპლი დამცველის როლით - სანე მანესთვის კონტრაქტის შეწყვეტის წინააღმდეგია
14-04-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მიუნხენის ბაიერნში დიდი გაუგებრობები ხდება, რის მაგალითადაც ლეროი სანესა და სადიო მანეს დაპირისპირება გამოდგება.

ბოლო დღეებია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სენეგალელმა გერმანელს სიტისთან მატჩის შემდეგ ხელი დაარტყა, რის გამოც თავად კლუბმა სადიო ფულადი ჯარიმით დასაჯა.

გარდა ამისა, იწერებოდა იმის შესახებაც, რომ მიუნხენური კლუბი მანესთვის კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავდა, რის წინააღმდეგაც თავად ამ შემთხვევის მსხვერპლი, ლეროი სანე გამოვიდა.

როგორც Bild-მა დაწერა, გერმანელ შემტევს არ სურს, რომ სადიო კლუბიდან გაუშვან..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი