ცნობილია - როგორ დასჯის ბაიერნი მანეს სანესთან ჩხუბის გამო? » სპორტის ხაზი

ცნობილია - როგორ დასჯის ბაიერნი მანეს სანესთან ჩხუბის გამო?

ცნობილია - როგორ დასჯის ბაიერნი მანეს სანესთან ჩხუბის გამო?
13-04-2023, 23:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან მატჩის შემდეგ, ბაიერნის გასახდელში სადიო მანემ და ლეროი სანემ იჩხუბეს.

სენეგალელმა შემტევმა გერმანელ ვინგერს სახეში დაარტყა, რის შედეგადაც სანეს ტუჩიდან სისხლი წასკდა.

ბაიერნს აღნიშნულის თაობაზე განცხადება ოფიციალურად ამ წუთამდე არ ჰქონდა გაკეთებული, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ სადიო მანე შაბათს ჰოფენჰაიმთან მატჩს გამოტოვებს და გარდა ამისა, სენეგალელს ფულადი ჯარიმაც დაეკისრება.

როგორც იწერება, ფეხბურთელმა თანაგუნდელებს და კლუბში მომუშავე პერსონალს მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოუხადა და მასსა და სანეს შორის სიტუაცია დასტაბილურდა - ფეხბურთელები დღევანდელ ვარჯიშზე ერთად გამოვიდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი