სკანდალი, რომლის დროც არ იყო - მანემ სანეს სახეში დაარტყა (ცნობილია ჩხუბის გამომწვევი მიზეზიც) » სპორტის ხაზი

სკანდალი, რომლის დროც არ იყო - მანემ სანეს სახეში დაარტყა (ცნობილია ჩხუბის გამომწვევი მიზეზიც)

სკანდალი, რომლის დროც არ იყო - მანემ სანეს სახეში დაარტყა (ცნობილია ჩხუბის გამომწვევი მიზეზიც)
13-04-2023, 17:27
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში ბაიერნი სტუმრად მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სადიო მანესა და ლეროი სანეს შორის გასახდელში დიდი დაპირისპირება მოხდა. როგორც გაირკვა, მანე სანეს თავს დაესხა, სახეში ხელი გაარტყა, რის შედეგადაც გერმანელ ვინგერს ტუჩიდან სისხლი წასკდა.

სიტუაციის დასამშვიდებლად, სანე გასახდელიდან გაიყვანეს - ბაიერნი კი ოფიციალურ განცხადებას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამ დრომდე არ აკეთებს.

კამათის გამომწვევი მიზეზი 83-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი იყო: მანე ბურთის მისაღებად სივრცეში გაიხსნა, ნაცვლად იმისა რომ ახლოს გახსნილიყო და ბურთი მიეღო, ამაზე გაბრაზებულმა სანემ კი თანაგუნდელს დაუყვირა, რის გამოც მოედანზე ფეხბურთელებმა იკამათეს და როგორც უკვე გაირკვა, ყველაფერი გასახდელშიც გაგრძელებულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი