პიოლი: “ძლიერ გუნდს გავუწიეთ წინააღმდეგობა” » სპორტის ხაზი

პიოლი: “ძლიერ გუნდს გავუწიეთ წინააღმდეგობა”

პიოლი: “ძლიერ გუნდს გავუწიეთ წინააღმდეგობა”
13-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიური დუელის პირველი ნაწილი ვიხილეთ. ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “მილანმა” “ნაპოლის” ისმაილ ბენასერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ძლია. შეხვედრის შემდგომ “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს:

“ყველა მომეწონა, ძლიერ გუნდს წინააღმდეგობა გავუწიეთ. არანაირი შედეგით არ გადაწყდებოდა დღეს ნახევარფინალისტის ვინაობა, ახლა ნეაპოლში თავდაჯერებული და კონცენტრირებული წავალთ, ვიცით, რა სირთულეები შეგვხვდება.

უკვე საპასუხო თამაშზე ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი, როგორიც დღეს იყო. მათ ჩვენზე უკეთესად დაიწყეს, უფრო აგრესიულები იყვნენ, მაგრამ მერე კარგად ვითამაშეთ. დასანანია, რომ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ვისარგებლეთ.”

გადამწყვეტი მატჩი 18 აპრილს 23:00-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.