"გუნდში მენტალიტეტის გაძლიერებაზე მუდმივად ვმუშაობთ" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"გუნდში მენტალიტეტის გაძლიერებაზე მუდმივად ვმუშაობთ" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია

"გუნდში მენტალიტეტის გაძლიერებაზე მუდმივად ვმუშაობთ" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია
12-04-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 23:00 საათზე მილანი და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრას სან სიროზე გამართავენ.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა ლუჩანო სპალეტიმ, გთავაზობთ მას:

"გუნდში მუდმივად ვმუშაობთ იმისათვის, რათა ჩვენი მენტალიტეტი უფრო მძლავრი და დამაჯერებელი გახდეს. გვსურს, რომ მუდმივად გამარჯვებისთვის ვითამაშოთ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. ღრმად მწამს, რომ ფეხბურთელები საუკეთესო ვერსიის წარმოსაჩენად ყველაფერს გააკეთებენ."

"ჩვენ ერთი ფეხბურთელის გუნდი არასოდეს ვყოფილვართ, პირიქით, გუნდურად ვთამაშობთ და მოედანზე ერთმანეთს ვავსებთ. შეგახსენებთ, რომ მილანის დამარცხება ოსიმენის გარეშე შევძელით. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები მინდორზე დიდი თავდაჯერებით გავლენ და მოსაგებად ითამაშებენ."

"რასპადორის უნდა დავაკვირდე, მას არც ისე ბევრი უვარჯიშია. საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშის დღეს მივიღებ და შევაფასებ თუ ვინ დავაყენო ცენტრფორვარდის პოზიციაზე."
- ლუჩანო სპალეტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი