შერცხვენილი ვინისიუს ჟუნიორი - რა მოხდა "ოსასუნასთან" მატჩში? » სპორტის ხაზი

შერცხვენილი ვინისიუს ჟუნიორი - რა მოხდა "ოსასუნასთან" მატჩში?

შერცხვენილი ვინისიუს ჟუნიორი - რა მოხდა "ოსასუნასთან" მატჩში?
3-10-2022, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩვენი დროით 23:00 საათზე მადრიდის "რეალმა" პამპლონას "ოსასუნას" უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი ვინისიუს ჟუნიორმა, ხოლო სტუმართა მხრიდან კიკე გარსიამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 78-ე წუთზე "ოსასუნას" დავიდ გარსიამ წითელი ბარათი ქარიმ ბენზემას საჯარიმოში წაქცევის გამო მიიღო, პენალტის დასარტყმელად კი თავად ფრანგი მივიდა.

ფოტოში ჩანს, თუ როგორ აღნიშნავს ბრაზილიელი პოტენციურ გოლს იქამდე, სანამ ის რეალურად გავა. საბოლოოდ, ვინისიუს ჟუნიორი შერცხვენილი დარჩა, რადგან ქარიმ ბენზემამ პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატს "ბარსელონა" 19 ქულით ლიდერობს და უახლოს მდევარ მადრიდის "რეალს" ბურთების შეფარდებით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი