"გუნდმა ვერ ითამაშა, დამაჯერებელი არც გიორგი ყოფილა" - ვალენსიას მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"გუნდმა ვერ ითამაშა, დამაჯერებელი არც გიორგი ყოფილა" - ვალენსიას მწვრთნელი

"გუნდმა ვერ ითამაშა, დამაჯერებელი არც გიორგი ყოფილა" - ვალენსიას მწვრთნელი
11-04-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ვალენსია ალმერიას ესტუმრა და ერთბურთიანი სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი დანებებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს:

"ძალიან ვბრაზობ, რადგან ის არ უნდა მოგვსლოდა, რაც საბოლოოდ დაგვემართა. ჩვენი პირველი ტაიმი მომეწონა, მომენტები გვქონდა გასატანად, თუმცა ისინი უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. რაც შეეხება მეორე ნახევრის პირველ წუთებს, ის საშინლად ჩავატარეთ და ასე აღარ უნდა დაგვემართოს. ცხადია, ვალენსია განწირული არაა და ბრძოლას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ ყველაფერი მწყობრში არ ჩადგება."

"განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული სტანდარტულ სიტუაციებზე, რომლის მხრივაც დღეს ცუდი თამაში გვქონდა, გამოსვლებზე არც ისე დამაჯერებილი იყო მამარდაშვილი. ჩემი აზრით, ასეთი თამაშის მიუხედავად, ალმერია ორი ბურთით წინ გასვლას არ იმსახურებდა, თუმცა ეს ფეხბურთია."

"ახლა ყველაზე მეტად გულშემატკივრების მხარდაჭერა და გამხნევება გვჭირდება. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 10 თამაშია და ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია."
- თქვა ბარახამ

ცნობისთვის, "ღამურები" ლა ლიგის მე-18 პოზიციას 27 ქულით იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი