ოსიმენის შანსი მცირეა | როგორი სამეულით შეუტევს ნაპოლი მილანს? » სპორტის ხაზი

ოსიმენის შანსი მცირეა | როგორი სამეულით შეუტევს ნაპოლი მილანს?

ოსიმენის შანსი მცირეა | როგორი სამეულით შეუტევს ნაპოლი მილანს?
10-04-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ჯოვანი სიმეონე დაშავებულია, მან ლეჩესთან მუხლის დაზიანება მიიღო და 3-4 კვირა გაუცდება. ასევე, კითხვის ნიშნებია ვიქტორ ოსიმენის გარშემოც, რომელმაც მილანთან დიდი შანსია, რომ ვერ ითამაშოს (შეიძლება სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა).

სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას Sportitalia, რომელიც წერს, რომ თავდამსხმელის პოზიციაზე ლუჩანო სპალეტი ტრავმიდან დაბრუნებულ ჯაკომო რასპადორის დააყენებს, რაც თავისთავად გამორიცხავს ხვიჩა კვარაცხელიას ცენტრში გამწესებას.

ამავე დროს, იტალიური ვებგვერდი ნაპოლის სავარაუდო XI-ს აქვეყნებს, რომელიც მას მილანის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ეყოლება:

მერეტი | დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა | ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი | კვარაცხელია, ლოსანო, რასპადორი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის პირველი შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი