4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "აიაქსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს და უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებას შეეცდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა ამსტერდამელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალფრედ შრიოდერმა, რომელიც რა თქმა უნდა ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო და განაცხადა.
"ვფიქრობ, კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია და მარცხენა ფლანგზე ძალიან კარგად თამაშობს. ამიტომ, მისი შეჩერება გუნდურად უნდა ვცადოთ. ვიცით თუ არა, როგორ უნდა გავაჩეროთ? ის ბურთით ძალიან თავისუფლად გრძნობს თავს, ჟელინსკისთან ძალიან კარგად კომბინირებს. შესაბამისად, ჩვენ თავი მთელი გუნდისგან უნდა დავიცვათ და არა ერთი ფეხბურთელისგან" - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.