“რთული პერიოდი გავიარე” - ოსიმენი ტრავმას იხსენებს » სპორტის ხაზი

“რთული პერიოდი გავიარე” - ოსიმენი ტრავმას იხსენებს

“რთული პერიოდი გავიარე” - ოსიმენი ტრავმას იხსენებს
8-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ ოსიმენმა France Football-თან საუბრისას “ინტერთან” მიღებული, საკმაოდ რთული ტრავმის შესახებ ისაუბრა.

“იმ მომენტში, როცა შკრინიარმა თავში მომარტყა, ძალიან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. საავადმყოფოში რომ მივყავდი, ექიმებს ვეკითხებოდი, როდის შევძლებდი მოედანზე დაბრუნებას. ალბათ მაშინ მათ გიჟი ვეგონე.

ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. ოპერაციის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალი გახლდათ. მძიმე დღეები გამოვიარე. მინდა, ყველა ექიმს მადლობა გადავუხადო. მათ ჩემი ნიღაბი შექმნეს” - განაცხადა ნიგერიელმა თავდამსხმელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი