გამთენიისას ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი შეხვედრები გაიმართა. “ორლანდო მეჯიქი” ამჯერად “ბრუკლინ ნეთსს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 84:101 დამარცხდა.
ძალიან კარგი შედეგი დააფიქსირა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ. მან საერთო ჯამში 25:23 წუთის მანძილზე ითამაშა, რა დროშიც ასეთი მონაგარი მიითვალა - 12 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა, 15 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა.
იხილეთ გოგას ერთ-ერთი მომენტი ამ მატჩიდან: