პიოლი: “ლიგაზე განსხვავებულ ნაპოლის ველოდებით” » სპორტის ხაზი

პიოლი: “ლიგაზე განსხვავებულ ნაპოლის ველოდებით”

პიოლი: “ლიგაზე განსხვავებულ ნაპოლის ველოდებით”
10-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” მსგავსად სერია A-ში თავისი მატჩი “მილანმაც” გამართა. “როსონერი” ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “ემპოლის” დაუხვდა და უპირატესობისდა მიუხედავად, გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

შეხვედრის შემდგომ “შავ-წითელთა” მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მედიასთან ისაუბრა:

“ნეაპოლში გენიალური არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ მოედანზე კარგი გუნდი გავიყვანე. ოთხშაბათსაც დიდი მოტივაცია გვექნება და ორივე გუნდი დიდი ენერგიით ითამაშებს. ძლიერ ნაპოლის ველოდები, სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე სერია A-ში იყო. ალბათ, რაღაცას შევცვლი, რადგან მეტოქეს პრობლემების შექმნა შეუძლია.

ემპოლისთან ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც გვსურდა, მაგრამ დიდი ინტენსივობით და შესანიშნავი პრესინგით ვითამაშეთ. მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, მეორე ტაიმში ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, თუმცა, ბურთს კარში შესვლა არ სურდა.”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი 12 აპრილს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი