"ხვიჩა კვარაცხელია ადამიანის ფორმაში მყოფი მარსიანელია" - Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ადამიანის ფორმაში მყოფი მარსიანელია" - Corriere dello Sport

"ხვიჩა კვარაცხელია ადამიანის ფორმაში მყოფი მარსიანელია" - Corriere dello Sport
7-04-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გამოცემა, კერძოდ Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი პლანეტა მარსიდან მოგვევლინა და ფეხბურთს ადამიანის ფორმით თამაშობს:

"კვარას თვალებში ცეცხლი გიზგიზებს, ტვინში კი მხოლოდ დრიბლინგის სურვილი უტრიალებს. მას სურს, რომ მეტოქესთან მძლავრად ითამაშოს და ეს სურვილი მილანთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ დაიბადა. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მარსიანელია და ადამიანის ფორმით თამაშობს, ნაპოლისთან ერთად შეუძლია, რომ მოწინააღმდეგე 90 წუთში გაანადგუროს."

"ხვიჩას სტატისტიკური მონაცემები და უშუალო სათამაშო უნარები (დრიბლინგი, სისწრაფე, ტექნიკა) ის ამოსავალი წერტილია, რომლის შეჩერებაზეც მთელმა ლეჩემ უნდა იზრუნოს, მათ ნაპოლის განეიტრალება სწორედ კვარასგან უნდა დაიწყონ."

"ლეჩე ნაპოლისთვის და მით უფრო ხვიჩასთვის ახალი სამყაროს ნაწილია, მათ დასამარცხებლად კი კვარაცხელიამ ვიქტორის არყოფნაში გმირის მანტია უნდა მოისხას."
- წერს იტალიური გაზეთი

შეგახსენებთ, რომ ლეჩესა და ნაპოლის დღევანდელი მატჩი 21:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი