მედიაში ნაპოლის ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის აგენტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თავისი კლინეტის კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა:
"ვიქტორს შემოთავაზებებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან მის მიმართ ინტერესს ძალიან ბევრი გუნდი იჩენს. უმეტესად, ამ გუნდების დაინტერესება ინგლისიდან და საფრანგეთიდან მომდინარეობს."
"ლიგა 1-ში პსჟ აქტიურობს, რომელიც ცენტრალური ფორვარდის გაფორმებას აქტიურად ცდილობს. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებთ."
"ვფიქრობ, ოსიმენი ახლა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. ჩემი აზრით, ვიქტორი ერლინგ ჰოლანდსაც კი აღემატება." - თქვა ანდრა დ'ამიკომ