VIDEO: უსწრაფესი რეაქცია - გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია წაგებისგან იხსნა! » სპორტის ხაზი

VIDEO: უსწრაფესი რეაქცია - გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია წაგებისგან იხსნა!

VIDEO: უსწრაფესი რეაქცია - გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია წაგებისგან იხსნა!
4-04-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

თამაშის პირველი ნახევარი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს, გოლის ავტორი კი სანტი კომესანა გახდა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის მასპინძლებისთვის კარგი გამოდგა, მათ ანგარიში 82 წუთზე გაათანაბრეს (ჯასტინ კლუივერტი).

თითქოს ყველაფერი 1:1-ისკენ მიდიოდა და საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე ვალეკანოს ფეხბურთელებს კარგი მომენტი შეექმნათ, თუმცა ქართველმა მეკარემ იყოჩაღა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა, - იხილეთ ვიდეო.

ცნობისთვის, ამ ქულით ვალენსია ლა ლიგის მე-17 პოზიციას 27 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას უკეთესი ბურთების შეფარდების გამო ასწრებს (ვალენსია -3, ესპანიოლი -11).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.