ახალი ინფორმაცია - ნინიაშვილმა ტერფი მოიტეხა » სპორტის ხაზი

ახალი ინფორმაცია - ნინიაშვილმა ტერფი მოიტეხა

ახალი ინფორმაცია - ნინიაშვილმა ტერფი მოიტეხა
5-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” მორაგბე, დავით ნინიაშვილი 6 კვირის მანძილზე ვერ ითამაშებდა, მაგრამ როგორც რაგბი TV წერს, მან ტერფი მოიტეხა და დაახლოებით 2-3 თვის მანძილზე იუქმებს.

ახალგაზრდა მორაგბემ დაზიანება ჩელენჯ ქაფის მატჩში მიიღო. “ლიონი” “ფრანსისს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 41:24 სძლია. დავითმა კოჭი შეხვედრის მეორე ნახევარში დაიზიანა.

ნინიაშვილი თავის კლუბს აღნიშნული ტურნირის მეოთხედფინალშიც ვერ დაემხარება “ტულონის” წინააღმდეგ და აგრეთვე TOP 14-ის სეზონის უმეტეს ნაწილსაც იუქმებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი