VIDEO: ბითაძის ჩხუბი NBA-ში | ქართველმა ცენტრმა თავისივე რეკორდი გაიმეორა » სპორტის ხაზი

VIDEO: ბითაძის ჩხუბი NBA-ში | ქართველმა ცენტრმა თავისივე რეკორდი გაიმეორა

VIDEO: ბითაძის ჩხუბი NBA-ში | ქართველმა ცენტრმა თავისივე რეკორდი გაიმეორა
3-04-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ორლანდოს ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ს შეხვედრაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა დეტროიტი აუღელვებლად, 128:102 დაამარცხა, თავად ბითაძემ კი ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გოგას საასპარეზოდ 17:51 წუთი მიეცა, რა დროშიც მან თავი 13 ქულას, 3 მოხსნას, 3 პასსა და 1 დაფარებას მოუყარა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტატისტიკა ბითაძის სარეკორდო მაჩვენებელია, რომელიც მან მემფისის წინააღმდეგაც მიითვალა.

სხვათაშორის, ერთ ეპიზოდში ბითაძემ და დალენმა ერთმანეთში იკამათეს, თუმცა ისინი მალევე გააშველეს, - იხილეთ ვიდეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი