"მისი თამაში აიაქსში, არის ყველასთვის მაგალითი მთელ ევროპაში" - პეპ გუარდიოლა ერიკ ტენ ჰაგზე » სპორტის ხაზი

"მისი თამაში აიაქსში, არის ყველასთვის მაგალითი მთელ ევროპაში" - პეპ გუარდიოლა ერიკ ტენ ჰაგზე

"მისი თამაში აიაქსში, არის ყველასთვის მაგალითი მთელ ევროპაში"  - პეპ გუარდიოლა ერიკ ტენ ჰაგზე
2-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე "მანჩესტერ სიტი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ მედიასთან ერიკ ტენ ჰაგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

"მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ ერიკის სამწვრთნელო კარიერით. მისი თამაში აიაქსში არის ყველასთვის მაგალითი მთელ ევროპაში. მაგრამ მან იცის, რომ მასზე კარგი საუბრები მხოლოდ შედეგების შემდეგ დაიწყება. შედეგები გაძლევს დროს, რომ ააშენო ის, რაც გინდა. მანჩესტერ იუნაიტედი კარგი გუნდია და იმედია ერიკი იქ წარმატებას მიაღწევს" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

"მანჩესტერ სიტი" პრემიერ-ლიგაში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილოსან "არსენალს" 4 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "წითელ ეშმაკებს", პირველი ორი თამაშის წაგების შემდეგ, ნიდერლანდელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო სამი თამაშიდან ყველა შეხვედრის მოგება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი