ცნობილი გამოცემის, კერძოდ La Repubblica-ს სპორტულმა ჟურნალისტმა, მარკო აციმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
"ხვიჩა საკმაოდ მცირე დროში მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული და განსაცვიფრებელი ფეხბურთელი გახდა, ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. ცხადია, მასში განსხვავებული სტილი მოსწონთ, კვარას დრიბლინგები სხვა სფეროდანაა."
"ვფიქრობ, ხვიჩასა და ოსიმენს შორის უპირატესობა ნიგერიელს უნდა მივანიჭოთ, თუმცა სათქმელია, რომ კვარა მასზე ახალგაზრდაა და უკეთესი პერსპექტივები აქვს."
"წესით, კვარაცხელია ნეაპოლში კიდევ რამდენიმე წლით დარჩება, შემდეგ კი რომელიმე გრანდში გადავა. ჩემი აზრით, ეს გრანდი მადრიდის რეალი იქნება."
"ხვიჩას ნაკლი არ აქვს. ის ნაპოლიში ტექნიკურად განსწავლული მივიდა, ლუჩანო სპალეტიმ კი მისგან სრული საოცრება შექმნა." - თქვა მარკო აციმ