ხოჭოლავა: "ვიცი ეს სიტუაცია მიუღებელია გულშემატკივრისთის და მეც თქვენნაირად ვიფიქრებდი" » სპორტის ხაზი

ხოჭოლავა: "ვიცი ეს სიტუაცია მიუღებელია გულშემატკივრისთის და მეც თქვენნაირად ვიფიქრებდი"

ხოჭოლავა: "ვიცი ეს სიტუაცია მიუღებელია გულშემატკივრისთის და მეც თქვენნაირად ვიფიქრებდი"
31-03-2023, 16:41
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მარტის სანაკრებო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს კოპენჰაგენის მცველი, დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარა და მისი ჩანაცვლება მამუკა კობახიძეს მოუწია - იწერებოდა, რომ 30 წლის მცველს მუხლზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა, როგორც დღეს გაირკვა, ფეხბურთელმა და დანიურმა გუნდმა სეზონის ბოლომდე მოცდა გადაწყვიტეს.

აღნიშნულზე კომენტარი ხოჭოლავამ Geo Team-თან გააკეთა:

"მესმის გულშემატკივრების გამოხმაურების, სიტუაცია, რომელიც ჩემს გარშემოა, ძალიან უცნაურად ჩანს და მეც, როგორც ქომაგი, თქვენნაირად ვიფიქრებდი.
არის მომენტები, რომელიც ხანდახან რთული დასაჯერებელია. ვიბორგთან მატჩის მეორე დღეს კორონა ვირუსი მესამედ დამიდასტურდა, 5 დღე ვიწექი და ამ პერიოდში მუხლი ჩაწყნარდა, კოპენჰაგენმა გადაწყვიტა, გამეკეთებინა სტეროიდის კურსი სახსარში და სანამდეც გავქაჩავდი და არ დავეცემოდი, გამაყუჩებლით მეთამაშა.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას თავს ყველაზე ბედნიერ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ასე იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება სამუდამოდ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა
", - განაცხადა 30 წლის მცველმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი