"გასული ზაფხულის შემდეგ უკეთესი გავხდი" - მამუკელაშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა » სპორტის ხაზი

"გასული ზაფხულის შემდეგ უკეთესი გავხდი" - მამუკელაშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა

"გასული ზაფხულის შემდეგ უკეთესი გავხდი" - მამუკელაშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა
2-10-2022, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ზაზა ფაჩულიას შესახებ - "პატარაობაში მისი ფანი ვიყავი. როცა აქ სათამაშოდ ჩამოვედი, გოლდენ სტეიტის მატჩზე დამპატიჟა. მას შემდეგ ოჯახური ურთიერთობა გვაქვს, კონტაქტი მუდმივად გვაქვს. ზაზა ჩემთვის უფროსი ძმაა. საქართველოში იყო ჩამოსული და მის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი".

გუნდის შესახებ - "ვიცი, რომ ძალიან ძლიერი და ღრმა შემადგენლობა გვყავს. თავდაუზოგავად ვმუშაობ, დარბაზში დღეში ორ-სამჯერ მოვდივარ, სხეულის გაძლიერებას ვცდილობ და მინდა, მზად ვიყო იმ მომენტისთვის, როცა ჩემი დრო დადგება. მინდა წლიდან წლამდე თამაშს მოვუმატო და ჩემი თავის მაქსიმუმი ყველა თამაშში დავაფიქსირო. ახალგაზრდა ვარ, მომთმენი უნდა ვიყო და საკუთარ შანსს დაველოდო."

ევრობასკეტზე - "ევროპული კალათბურთი NBA-სგან განსხვავებულია - მანევრებისა და მუშაობისთვის დიდი სივრცე გაქვს. ევროპაში თამაში უფრო ნელა მიდის, ხოლო ამერიკაში სწრაფი ტემპია. საქართველოს ნაკრებში თამაშისა და შრომის საშუალება მომცეს. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა, ევროპული კალათბურთიდან რაღაცები ვისწავლე, რაც იმედი მაქვს NBA-ში გამომადგება"

ფიზიკურ ასპექტზე - "ახლა უფრო მძიმე წონების აწევას ვახერხებ. სწორ კვებაზე ბევრი ვიმუშავე. ფიზიკურად უფრო გავძლიერდი და ვისწავლი ის, თუ როგორ გავმხდარიყავი უფრო სწრაფი. ჩემზე ძლიერი ბიჭებიც არიან, მაგრამ ახლა უკეთ ვარ მომზადებული და ვიცი, რა უნდა გავაკეთო მათთან თამაშის დროს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი