“კვარას გარდა ორმა მოთამაშემ გაგვაკვირვა” - Areanapoli ქართველებზე წერს » სპორტის ხაზი

“კვარას გარდა ორმა მოთამაშემ გაგვაკვირვა” - Areanapoli ქართველებზე წერს

“კვარას გარდა ორმა მოთამაშემ გაგვაკვირვა” - Areanapoli ქართველებზე წერს
31-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ “ნაპოლიში” ნაჩვენებმა საფეხბურთო ხარისხმა ქართველი ფეხბურთელებისადმი რომ ინტერესი გაზარდა, ეს ფაქტი უკვე არახალია. ხშირად ვეცნობით სიახლეებს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები ევროპულ გუნდებს სურთ.

ამჯერად Areanapoli-მ კიდევ ორი მოთამაშე გამოარჩია ჩვენი ნაკრებიდან და საკმაოდ საინტერესო სტატიაც შემოგვთავაზა. ვნახოთ, რას წერს იტალიური გამოცემა:

"ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოს, საოცარ ტალანტებს ზრდის. ამ ბოლო ხანს ქართული ფეხბურთის წინსვლა აშკარაა. საქართველოს ორივ მთავარი გუნდი თბილისის დინამო და ბათუმის დინამო გახლავთ, საიდანაც გამორჩეული ფეხბურთელები წავიდნენ. ადრე კალაძე, შოთი არველაძე და სხვები იყვნენ ევროპაში, ახლა ქართველების რიცხვი, რომლებიც მაღალ დონეზე არიან, გაზრდილია.

ცნობილი მოთამაშის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის საკმაოდ შანსი აქვს. როგორ არ ვახსენოთ ხვიჩა კვარაცხელია. ნაპოლის წაემატებაში მან ლომის წვლილი შეიტანა და ამავდროულად ნაკრების ლიდერიც გახლავთ.

ამ სანაკრებო პაუზისას ჯვაროსნები ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს, ხოლო ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიას დაუპირისპირდნენ. კვარას გარდა კიდევ ორმა მოთამაშემ გაგვაკვირვა. გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა. პირველი მათგანი, რომელიც 2000 წელსა არის დაბადებული, ნორვეგიასთან ფრის მომტანი გოლი გაიტანა, მეორემ კი დრიბლინგით მეტოქის ნახევარდაცვის ხაზი მოჭრა. ცნობისათვის, ისიც ახალგაზრდაა, 2001 წელსა არის დაბადებული. ორივე საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს.”

ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძეც საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობენ, საკმაოდ კარგადაც. დავითაშვილი “ბორდოსთვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა, ჟორჟი კი საერთოდ ლიგა 2-ის ბომბარდირია 14 გოლით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი