"საქართველოს მარტივი გოლი გავატანინეთ" - მარტინ ოდეგორი » სპორტის ხაზი

"საქართველოს მარტივი გოლი გავატანინეთ" - მარტინ ოდეგორი

"საქართველოს მარტივი გოლი გავატანინეთ" - მარტინ ოდეგორი
29-03-2023, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ევრო 2024-ის შესარჩევის მატჩი, რომელშიც საქართველომ ნორვეგიას უმასპინძლა ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მედიაში სკანდინავიელთა ნახევარმცველის, მარტინ ოდეგორის კომენტარი გავრცელდა, გთავაზობთ მას:

"ამ შედეგით ძალიან უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ვარ. ზოგადად, ეს ისეთი მატჩი იყო, რომელსაც ულაპარაკოდ უნდა ვიგებდეთ."

"ჩემი ეპიზოდი? - იქ ბურთი ახტა და ზუსტად ეს იყო მიზეზი თუ რატომ ავაცილე კარგს. მიუხედავად ამისა, თავს არ ვიმართლებ, ცხადია, გოლი უნდა გამეტანა."

"ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ, საქართველოს კი მარტივი გოლი გავატანინეთ. ფაქტია, რომ არაერთ კომპონენტში გვაქვს მოსამატებელი, რათა ისეთივე დომინანტი ვიყოთ მთელი მატჩის განმავლობაში, როგორც ეს პირველ ნახევარში გავაკეთეთ. უმეტეს შემთხვევაში ბურთს ვფლობდით და ტემპს ჩვენ განვკარგავდით, თუმცა შემდეგ მოვდუნდით, საქართველოს კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მივეცით და დავისაჯეთ."

"ჯერ ჩვენთვის არაფერი დასრულებულა. რა თქმა უნდა, სახლში იმედგაცრუებულები ვბრუნდებით, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაციის გამოსწორებას შევძლებთ."
- თქვა ოდეგორმა

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი