თბილისის ლოკომოტივის აკადემიის ფეხბურთელი საბა ვაშაყმაძე კარიერას შვეიცარიულ სერვეტში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გაირკვა, ლოკოს ყოფილი ფეხბურთელი 17-წლამდელთა გუნდში ითამაშებს - საბა 2015 წლიდან ლოკოს აკადემიის ფეხბურთელი იყო და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.
ცნობისთვის, სერვეტი შვეიცარიის სუპერლიგაში ამჟამად მეორე ადგილზეა და მხოლოდ იანგ ბოიზს ჩამორჩება.