"თავს გაძარცვულად ვგრძნობ, ღამე ძილი გამიჭირდა", - ნორვეგიელთა მთავარი მწვრთნელის კომენტარი » სპორტის ხაზი

"თავს გაძარცვულად ვგრძნობ, ღამე ძილი გამიჭირდა", - ნორვეგიელთა მთავარი მწვრთნელის კომენტარი

"თავს გაძარცვულად ვგრძნობ, ღამე ძილი გამიჭირდა", - ნორვეგიელთა მთავარი მწვრთნელის კომენტარი
29-03-2023, 17:20
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში მე-15 წუთზე სორლოთმა გახსნა, რასაც 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გოლით უპასუხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მეორე დღეს, ნორვეგიაში გაფრენამდე სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნორვეგიელ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"გუშინდელი შედეგი შოტლანდიასთან მატჩს ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და საბედისწეროს ხდის, ორივე გასვლითი შეხვედრით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ იმედები კვლავ არსებობს.

მატჩის შემდგომ ვახშამს დავესწარი და სიტყვითაც გამოვედი, თუმცა ოთახში მალევე ავედი, რადგან მარტო ყოფნა და ცოტა ხნით გაქცევა მჭირდებოდა. რამოდენიმე დღეა რაც ერთად ვართ მთელი ნაკრები და ბიჭების დაძაბვა ღამით აღარ მსურდა, ამიტომაც მარტო ვუყურე შეხვედრას ხელახლა ჩემს ოთახში, მაინც ვერ ვიძინებდი.

ორ თამაშში ერთი ქულა ცოტაა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება
", - განაცხადა სოლბაკენმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი