AS: “მამარდაშვილმა გოლი კი გაუშვა, მაგრამ…” » სპორტის ხაზი

AS: “მამარდაშვილმა გოლი კი გაუშვა, მაგრამ…”

AS: “მამარდაშვილმა გოლი კი გაუშვა, მაგრამ…”
29-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ნორვეგიას დაუხვდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. სკანდინავიელთაგან გოლი სორლოტმა, ქართველებიდან კი მიქაუტაძემ გაიტანა.

ესპანური გამოცემა AS აღნიშნულ მატჩს გამოეხმაურა:

“მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე მატჩს საქართველო ფავორიტის სტატუსით დაიწყებს, მაგრამ როცა გუნდში კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი გყავს, შანსი ნებისმიერ ნაკრებთან გაქვს.

ნორვეგიას, რომელსაც ერლინგ ჰოლანდი არ ჰყავდა, მაგრამ მინდორზე ოდეგორი დარბოდა, მაინც გაუჭირდა.

მამარდაშვილმა ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ სხვა ძალიან ბევრი კარგი ბურთი მოიგერია. ნელ-ნელა კვარაცხელიამ თამაში დაიწყო და როგორც კი მომენტი ექმნებოდა იმ წამსვე დარტყმას ცდილობდა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი