"ეს სკანდალია, საქართველოს როგორ ვერ მოვუგეთ" - ნორვეგიელების კომენტარები » სპორტის ხაზი

"ეს სკანდალია, საქართველოს როგორ ვერ მოვუგეთ" - ნორვეგიელების კომენტარები

"ეს სკანდალია, საქართველოს როგორ ვერ მოვუგეთ" - ნორვეგიელების კომენტარები
28-03-2023, 22:36
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში მე-15 წუთზე სორლოთმა გახსნა, რასაც 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გოლით უპასუხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აი, როგორ ეხმაურებიან ნორვეგიის ნაკრების გულშემატკივრები საქართველოსთან დაფიქსირებულ შედეგს:

"ეს ნამდვილი სკანდალია, ასეთ სუსტ გუნდს როგორ ვერ მოვუგეთ?"

"წადით და თხილამურებზე დადეგით, თქვენთვის ფეხბურთი უცხოა"

"ჩვენ ფეხბურთი მხოლოდ 45 წუთი ვითამაშეთ, ასე ვერაფერსაც ვერ მოიგებ"

"მომავალ წელს გერმანიაში თუ მოვხვდებით, ალბათ მხოლოდ დასასვენებლად"

"საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ტაშს იმსახურებს"

"ფსონს შემდეგ საკვალიფიკაციოზე დავდებ, ახლა აზრი აღარ აქვს"

"არცერთ ჩემპიონატზე არაფერი არ გვესაქმება"

"სორლოტზე ამბობდით, რომ ნორვეგიის ამომავალი ვარსკვლავია, მაგრამ ჩემზე მსგავსი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია"

"მალე ევროპაში ყველაზე ცუდი გუნდი გავხდებით"

"მათი ლიდერი თამაშს გამოვთიშეთ, მაგრამ სულ ესაა რაც შეგვიძლია? სამარცხვინო იყო"

"წარმოუდგენელ იმედგაცრუებას ვგრძნობ, საშინელებაა"

"ოდეგორი ნამდვილი ლუზერია, როგორ შეიძლებოდა იმ მომენტის ვერ გამოყენება?"

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი