ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში მე-15 წუთზე სორლოთმა გახსნა, რასაც 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გოლით უპასუხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ქართველი სპორტსმენები და მათ შორის ეროვნული ნაკრების წევრები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და შემდეგი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს - "საქართველოს მომავალი ევროპაშია."
დღევანდელ მატჩამდე სტადიონის მიმდებარედ შეკრებილმა გულშემატკივრებმა სწორედ ამ შინაარსის ბანერები გამოფინეს.
იხილეთ ფოტოები: (batumelebi.ge)