მორიგი აღიარება - ნინიაშვილმა ფრანგული რაგბის ოსკარი მოიგო » სპორტის ხაზი

მორიგი აღიარება - ნინიაშვილმა ფრანგული რაგბის ოსკარი მოიგო

მორიგი აღიარება - ნინიაშვილმა ფრანგული რაგბის ოსკარი მოიგო
28-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე, დავით ნინიაშვილი მოგეხსენებათ, რომ ფრანგული “ლიონის” ღირსებას იცავს. ტოპ 14-ში ახალგაზრდა ქართველმა ყველას დაამახსოვრა თავი. მასზე ფრანგული სარაგბო სამყარო ხშირად საუბრობს. დავითმა ფრანგული რაგბის ოსკარი მოიპოვა. ეს ჯილდო აქამდე ქართველებიდან მხოლოდ მამუკა გორგოძეს ჰქონდა მოპოვებული.

აღნიშნული ცნობა ფრანგულმა გამოცემამ, Midi Olimpique-მ გაავრცელა. ვნახოთ, რას წერს გამოცემა:

“დავით ნინიაშვილი თავისი უდიდესი ნიჭის გამო დააჯილდოვეს. ქართველი მორაგბე ბრწყინვალედ ასპარესობს და მას ყველაფრისთვის მადლობა. ის არის კიდევ ერთი ფენომენი, რომლის დაჯილდოებაც Midi Olympique-ის რედაქციას სურდა. ნინიაშვილი პროგრესირებს, რაც მის სანაკრებო შეხვედრებზეც აისახა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ მისი მიღწევები გასულ სეზონში ლიონის შემადგენლობაში.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი