"ქინქლაძის ცრუმოძრაობებმა მანჩესტერის ქომაგებს ძველი დრო გაახსენა" - The Sun ლეგენდების მატჩზე წერს » სპორტის ხაზი

"ქინქლაძის ცრუმოძრაობებმა მანჩესტერის ქომაგებს ძველი დრო გაახსენა" - The Sun ლეგენდების მატჩზე წერს

"ქინქლაძის ცრუმოძრაობებმა მანჩესტერის ქომაგებს ძველი დრო გაახსენა" - The Sun ლეგენდების მატჩზე წერს
27-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, გლაზგოში ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ორმა ქართველმაც მიიღო, ესენი შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე იყვნენ.

სხვათაშორის, ამ უკანასკნელმა იმდენად დამაჯერებლად და მომხივლელად ითამაშა, რომ ცნობილმა გამოცემამ, კერძოდ The Sun-მა მას სტატიაც კი მიუძღვნა, გთავაზობთ მას:

"მანჩესტერ სიტის ლეგენდამ გენიალურად ითამაშა და გულშემატკივრებს ძველი დრო გაახსენა. გიორგი ქინქლაძემ შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ნიკიცა იელავიჩს გვერდი ოსტატურად აუარა და მეტოქე გაღიმებული დატოვა."

"ქინქლაძემ ის პერიოდი გააცოცხლა, როდესაც მას მოწინააღმდეგეთა ბარიერის გარღვევა ულამაზესი დრიბლინგებით შეეძლო, ამას 90-იან წლებში მეინ როუდის (მანჩესტერ სიტის ძველი სტადიონი) დამსწრე საზოგადოება რეგულარულად ხედავდა ხოლმე."
- დაწერა გამოცემამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი