VIDEO: "სახეს დაგილეწავ" - რა მოხდა მერაბ დვალიშვილსა და გულშემატკივარს შორის? » სპორტის ხაზი

VIDEO: "სახეს დაგილეწავ" - რა მოხდა მერაბ დვალიშვილსა და გულშემატკივარს შორის?

VIDEO: "სახეს დაგილეწავ" - რა მოხდა მერაბ დვალიშვილსა და გულშემატკივარს შორის?
27-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენისა და მარლონ ვერას ორთაბრძოლას ესწრებოდა, რომელიც სენდჰეგენმა მსაჯების გადაწყვეტილების თანხლებით მოიგო, შემდეგ კი ამავე სპორტსმენმა მერაბი მომდევნო მეტოქედ გამოიწვია, რასაც, ცხადია, მერაბი დაეთანხმა.

მიუხედავად მომდევნო ბრძოლის არაფორმალური შეთანხმებისა, მაშინ როცა მერაბი გულშემატკივრებს ავტოგრაფს აძლევდა, ერთ-ერთი ფანი ზედა ტრიბუნიდან გამოჩნდა და დვალიშვილს შემდეგი რამ უთხრა:

"ალჯო, მერაბი შენი ქამრისკენ მოიწევს, თქვენ უნდა იჩხუბოთ, ეს ხალხის ბრძოლა იქნება. მერაბ, როცა სეხუდო სტერლინგთან დამარცხდება, მას შენ უნდა მოუგო", - ეუბნება მერაბს უცნობი ქომაგი, რომლის ნათქვამიც "მანქანას" არ მოეწონა და მის საცემრად გაიწია, - იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და ალჯამეინ სტერლინგი ახლო მეგობრები არიან და ერთმანეთთან ჩხუბს არ აპირებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი