"ნაპოლის" გამარჯვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც განაცხადა:
"პირველი ნახევარი საათი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, ძალიან კარგად ვთამაშობდით. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში ხარისხი ვერ შევინარჩუნეთ და მეტოქემ თამაში ისე წარმართა, როგორც სურდა. 2:0-ზე ვცდილობდით, რომ რასპადორი დაგვეტვირთა, მაგრამ ერთი-ერთზე თამაშისას ისინი უშეცდომოები იყვნენ
კვარაცხელია? მას ხშირად ვეძახდი, რადგან მინდოდა, რომ ცენტრთან ახლოს ეთამაშა. თუმცა, ყველაფერში კარგია – დასკვნით ნაწილშიც და დრიბლინგშიც. ისეთი სახის ფინტები და უნარები აქვს, რომ გასაოცარია. ხვიჩა მოედნის შუაგულში უფრო მომეწონებოდა, მეორე ტაიმში მან უკეთ ითამაშა.” – განაცხადა ლუჩანომ
იტალიური კლუბი ამ დროისთვის 20 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას "აიაქსის" წინააღმდეგ, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს.