"დასკვნები ჩემი საქმე არაა, ეს მწვრთნელს ეხება" - ნიკა კვეკვესკირი » სპორტის ხაზი

"დასკვნები ჩემი საქმე არაა, ეს მწვრთნელს ეხება" - ნიკა კვეკვესკირი

"დასკვნები ჩემი საქმე არაა, ეს მწვრთნელს ეხება" - ნიკა კვეკვესკირი
27-03-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველომ მონღოლეთი ამხანაგურ შეხვედრაში 6:1 დაამარცხა და ნორვეგიასთან მატჩის წინ მშვენიერი განწყობა შეიქმნა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ ჟურნალისტებთან ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრი, ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა, გთავაზობთ მის კომენტარს:

"არ ვიცი თუ რატომ საუბრობს ყველა მხოლოდ განწყობაზე, რადგან არ მგონია, რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაში. დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელისთვის ეს თამაში სხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი, იმ კუთხით, რომ დასკვნები გამოეტანა იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც შედარებით ნაკლებს თამაშობენ ნაკრებსა თუ უშუალოდ თავიანთ კლუბებში. კარგი ისაა, რომ გვყავდა დებიტუანტები და მინდა, რომ მათ პირველი მატჩის გამართვა მივულოცო. გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ სადებიუტო გოლიც ვიხილეთ. ცხადია, განწყობისთვის ასეთი მოგება კარგია, თუმცა ჩვენ, ფეხბურთელები ცოტა სხვა დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, ამისთვის კი დღევანდელი შეხვედრა მართლაც კარგი გამოვიდა."

"დასკვნები ჩემი საქმე არ არის, ეს მწვრთნელს ეხება, თუმცა თავად რაც დავინახე ისაა, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც უახლოეს მომავალში და დღესაც მზად არიან, რომ ეროვნული გუნდის ღირსება დაიცვან."
- ნიკა კვეკვესკირი

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის დაპირისპირება 28 მარტს შედგება, ეს მატჩი 20:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი