მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, 2023 წლის პირველ შეხვედრაში, მონღოლეთი ამხანაგურ შეხვედრაში დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.
ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ნაკრები კვლავ საქართველოში დარჩება და მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 28 მარტს, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე დინამო ბათუმის წინააღდეგ გამართავს.
აღნიშნული შეხვედრა ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე, 15:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება.