"მონღოლეთში ფეხბურთელების უმეტესობა არაპროფესიონალია" - იჩირო ოცუკა » სპორტის ხაზი

"მონღოლეთში ფეხბურთელების უმეტესობა არაპროფესიონალია" - იჩირო ოცუკა

"მონღოლეთში ფეხბურთელების უმეტესობა არაპროფესიონალია" - იჩირო ოცუკა
25-03-2023, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველომ მონღოლეთი 6:1 გაანადგურა და ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მშვენიერი განწყობა შეიქმნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აზიური ქვეყნის დამრიგებელმა, იჩირო ოცუკამ პრესკონფერენცია გამართა და ღიად ისაუბრა იმის შესახებ, რომ მონღოლეთის ჩემპიონატში ფეხბურთელების უმეტესობა არაპროფესიონალია:

"დანამდვილებით არ ვიცი თუ ვისი სურვილი იყო ამ მატჩის ჩატარება, საქართველოსი თუ მონღოლეთის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი დონის გუნდებთან თამაში ხშირად გვჭირდება. გარკვეული პერიოდის წინ, იაპონიამ 14:0 მოგვიგო და მაშინ მივხვდით, რომ მაღალი კვალიფიკაციის მეტოქესთან ასპარეზობა აუცილებელი იყო."

"სამწუხაროდ, მონღოლეთის ჩემპიონატში თითქმის არ არსებობს პროფესიონალი ფეხბურთელი, იქ ყველაფერი პირიქითაა. საქართველოსთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო, მათ არაერთი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ. პირველი ტაიმი მომეწონა (შედეგი და ხარისხი), მეორეში კი ფიზიკური დაღლა დაგვეტყო და ბევრი გოლი გავუშვით."

"უმეტეს შემთხვევაში მეტოქეები გვჯობნიან, ამიტომ მეორე ნომრად თამაში გვიწევს და ყურადღება კონტრშეტევებზე გვაქვს გამახვილებული, საქართველოსთანაც ანალოგიური გავაკეთეთ, თუმცა არაფერი გამოვიდა."


შეგახსენებთ, რომ საქართველო 2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 28 მარტს გამართავს, მეტოქე კი ნორვეგია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი