მთავარი მიზეზი: რატომ გაათავისუფლა ბაიერნმა ნაგელსმანი შუა სეზონში? » სპორტის ხაზი

მთავარი მიზეზი: რატომ გაათავისუფლა ბაიერნმა ნაგელსმანი შუა სეზონში?

მთავარი მიზეზი: რატომ გაათავისუფლა ბაიერნმა ნაგელსმანი შუა სეზონში?
24-03-2023, 18:52
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით ბაიერნმა მოულოდნელად მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა, მის შემცვლელად კი უახლოეს საათებში ტომას ტუხელს წარადგენს.

ცხადია აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ რამოდენიმე მიზეზი უძღვოდა, თუმცა, თუ გერმანულ გამოცემებს დავუჯერებთ, ნაგელსმანის გათავისუფლების მთავარი მიზეზი ახალგაზრდა მოთამაშეებთან კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.

უფრო რომ დავაზუსტოთ, ბაიერნი ნაგელსმანის ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობით უკმაყოფილო იყო - რეალურად, გუნდში ჯამალ მუსიალას გარდა არცერთ ახალგაზრდა ტალანტს მნიშვნელოვანი კარიერული ზრდა არ განუცდია.

ისიც იწერება, რომ ტალანტებს ნაგელსმანთან უშუალო კონტაქტი ძალიან იშვიათად ჰქონდათ და ყველა საკითხზე მის ასისტენტს, დინო ტოპმიოლერს აწუხებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი