დავითაშვილი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია - ნახეთ ვინ გაიმარჯვა ვარჯიშზე გამართულ სპრინტში? » სპორტის ხაზი

დავითაშვილი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია - ნახეთ ვინ გაიმარჯვა ვარჯიშზე გამართულ სპრინტში?

დავითაშვილი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია - ნახეთ ვინ გაიმარჯვა ვარჯიშზე გამართულ სპრინტში?
23-03-2023, 15:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს, გუშინდელ ვარჯიშზე ერთმანეთს სპრინტში ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე შეეჯიბრნენ.

როგორც მოგვიანებით Geo Team-მა აღნიშნა, სპრინტში გამარჯვებული ჩაკვეტაძე გახდა.

ცნობისთვის, მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი