ქართულ-ბრიტანული კლასიკიდან 17 წელი გავიდა » სპორტის ხაზი

ქართულ-ბრიტანული კლასიკიდან 17 წელი გავიდა

ქართულ-ბრიტანული კლასიკიდან 17 წელი გავიდა
1-10-2022, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

17 წლის წინ, ბრიტანეთში გამოვიდა ფილმი სახელად "გოლი", სადაც ერთი მექსიკელი ბიჭის, კერძოდ სანტიაგო ნუნიესის კარიერული წინსვლა და აღმავლობა ჩანს. ფილმის მთავარი მოტივი იმის ჩვენებაა, რომ სიღარიბიდანაც კი შეიძლება ელიტაში წასვლა და წარმატების მიღწევა.

მიუხედავად ფილმის ორიგინალური ვერსიის სიკარგისა, საქართველოში "გოლს" "შტანგა გოლის", ხოლო სანტიაგო ნუნიესს ჯოტია ცაავას სახელით იცნობენ. შეგახსენებთ, რომ წლების წინ ერთბაშად გამოქვეყნდა ფილმთა მთელი წყება, რომლებიც ქართველი მსახიობების მხრიდან სასაცილოდ იყო გახმოვანებული. სწორედ ასე, ჯოტია ცაავას თავგადასავლების გარდა, ზურა გაჩეჩილაძეს (შონზო), ნიკა რამიშვილსა (დრუპი) და სხვებს გახმოვანებული აქვთ "ევროტური", "ფორმულა 51", "ცისფერი კრუიზი" და ასე შემდეგ.

მიუხედავად "გოლის" ორიგინალურ ვერსიასთან უდიდესი დაშორებისა, შესაძლოა ითქვას, რომ "შტანგა გოლი" ქართულად გახმოვანებული იუმორისტული ფილმების ერთ-ერთი უკვდავი წევრი და ნამდვილი კლასიკაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი