ნიკა კვეკვესკირი: "როცა სიტყვა პროფესიონალიზმი გესმის, კაშია გახსენდება" » სპორტის ხაზი

ნიკა კვეკვესკირი: "როცა სიტყვა პროფესიონალიზმი გესმის, კაშია გახსენდება"

ნიკა კვეკვესკირი: "როცა სიტყვა პროფესიონალიზმი გესმის, კაშია გახსენდება"
25-09-2022, 21:33
Aa Aa
გაზიარება:

ხვალინდელი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას ნაკრების ცენტრალური-მცველი, ნიკა კვეკვესკირიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი კითხვა კაშიას ეხებოდა. მოგეხსენებათ გურამს ნაკრების მაისურით 99 შეხვედრა აქვს ჩატარებული და გიბრალტართან მატჩი მისთვის საიუბილეო იქნება.

"როცა სიტყვა პროფესიონალიზმი გესმის, კაშია გახსენდება. ის ყველა დადებით სიტყვებს იმსახურებს. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს თავს მისი მეგობარი შემიძლია ვუწოდო. თუ ვინმე იმსახურებს ერონვულ ნაკრებში თამაშს, ეს გურამ კაშიაა.

დარწმუნებული ვარ იგი ეროვნულ ნაკრებში კიდევ არაერთ მატჩს ჩაატარებს და დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. არამარტო ახალგაზრდები, არამედ მეც ბევრს ვსწავლობ მისგან." - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი