დავით ხოჭოლავა: “საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაფერია” » სპორტის ხაზი

დავით ხოჭოლავა: “საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაფერია”

დავით ხოჭოლავა: “საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაფერია”
20-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ მონღოლეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრისთვის დავით ხოჭოლავა იხმო, თუმცა ქართველი მცველი ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა და იგი მამუკა კობახიძემ ჩაანაცვლა.

გუშინ ხოჭოლავამ “კოპენჰაგენის” შემადგენლობაში ითამაშა, ამ ფაქტმა კი ხალხში გაუგებრობა დათესა, თუ რატომ ჩაეხსნა დათი ნაკრების შემადგენლობას, თუ დანიური კლუბის ძირითად შემადგენლობაშია.

ყველაფერს ნათელი თავად ფეხბურთელის საუბარმა მოჰფინა. როგორც ხოჭოლავამ Geo Team-თან განაცხადა, მან გამაყუჩებლით ითამაშა და მალე მუხლზე ოპერაციას ჩაიტარებს:

“საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ზეგ ოპერაციას ვიკეთებ. ნაკრებში ფიზიკურად ვერ ჩავიდოდი. იძულებული ვიყავი დღეს გამაყუჩებლით მეთამაშა. ყოველდღე 1 ნემს სითხეს მიღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს ვდგავარ. ხვალ ბარსელონაში მივფრინავ, ოპერაციას ვიკეთებ.”

ფოტო: nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი