საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია
20-03-2023, 00:55
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ბორჯღალოსნებმა პორტუგალია 38-11 დაამარცხეს. ლელოები აკა ტაბუცაძის(2), შალვა მამუკაშვილის, გურამ პაპიძის, დემე თაფლაძისა და გიორგი ჭყოიძის ანგარიშზეა.

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე 118 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 100 ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა. პორტუგალიასთან გამარჯვებით კი რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაიზარდა. აგრეთვე ჩვენმა ნაკრებმა აღნიშნული გათამაშება ზედიზედ მეექვსედ მოიგო.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ აკაკი ტაბუცაძე გაუთანაბრდა მამუკა გორგოძეს (27) ყველა დროის საუკეთესო მელელოვეებს შორის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.