VIDEO: არის! აკაკი ტაბუცაძემ ანგარიში გაათანაბრა » სპორტის ხაზი

VIDEO: არის! აკაკი ტაბუცაძემ ანგარიში გაათანაბრა

VIDEO: არის! აკაკი ტაბუცაძემ ანგარიში გაათანაბრა
19-03-2023, 23:22
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის დაპირისპირება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

პორტუგალიელებმა მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნეს, ლელო დადეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს.

მალევე აკაკი ტაბუცაძემ ანგარიში გაათანაბრა და თედო აბჟანდაძის გარდასახვით ბორჯღალოსნები წინ გავიდნენ.


აღსანიშნავია, რომ თუ ფინალში პორტუგალიას დავამარცხებთ, ეს იქნება მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე, ასევე წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდოდ, 29-მდე გაიზრდება და მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი