მორიგი ტალანტი - ლუკა ხორბალაძე კარიერას TOP 14-ის კლუბში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

მორიგი ტალანტი - ლუკა ხორბალაძე კარიერას TOP 14-ის კლუბში გააგრძელებს

მორიგი ტალანტი - ლუკა ხორბალაძე კარიერას TOP 14-ის კლუბში გააგრძელებს
19-03-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მორიგი ტალანტი ეზრდება, რომელიც კარიერას ფრანგულ ლიონში გააგრძელებს.

საუბარია 19 წლის ლუკა ხორბალაძეზე, რომლის სათამაშო პოზიცია ორმაგი გახლავთ, მას გუნდის დახმარება როგორც ფრთაზე, ისე ფულბეკად შეუძლია. All Rugby-ს ინფორმაციით, ხორბალაძე ლიონის სარეზერვო გუნდში ჩაირიცხება და უმაღლესი მიზნების მიღწევას აქედანვე ეცდება.

საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ბოლო 6 თვეში საოცარი პროგრესი განიცადა. მაგალითისთვის, ლუკა 2022 წლის ოქტომბერში ახალგაზრდული ევროპირველობის გამარჯვებული გახდა. სათქმელია ისიც, რომ მას ყველა მატჩში ლელო გაჰქონდა.

როგორც იწერება, ლუკა ხორბალაძის შეძენით სხვა ფრანგული კლუბებიც ინტერესდებოდნენ, ესენი მონპელიე და ტულონი გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი