სანიოლმა ფეხბურთელს ეროვნული ლიგიდან უხმო - ცვლილება საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში » სპორტის ხაზი

სანიოლმა ფეხბურთელს ეროვნული ლიგიდან უხმო - ცვლილება საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

სანიოლმა ფეხბურთელს ეროვნული ლიგიდან უხმო - ცვლილება საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
18-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ცლილებაა.

მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას მუხლის ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა გამოაკლდა. მის ნაცვლად, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გუნდში ბათუმის „დინამოს“ მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა. ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი შეუერთდება. დინამო თბილისის წევრი გაბრიელ სიგუა ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩებისთვის 26 ფეხბურთელის შემადგებლობით მოემზადებთა.

წყარო: nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი