"აქამდეც უნდა გაგვეშვა", - რას წერენ ჰალ სიტის ქომაგები შოთა არველაძის განთავისუფლების შემდეგ » სპორტის ხაზი

"აქამდეც უნდა გაგვეშვა", - რას წერენ ჰალ სიტის ქომაგები შოთა არველაძის განთავისუფლების შემდეგ

"აქამდეც უნდა გაგვეშვა", - რას წერენ ჰალ სიტის ქომაგები შოთა არველაძის განთავისუფლების შემდეგ
30-09-2022, 20:13
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ჰალ სიტიმ" ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე დანიშნული თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

ქართველმა სპეციალისტმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან ყველა წააგო და როგორც ჩანს, ეს გახდა კლუბის ბოსებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი.

შოთის განთავისუფლებას ინგლისში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ზოგმა ჰალ სიტის მფლობელებს ეს გადაწყვეტილება მოუწონა, ზოგიც კი უკმაყოფილონი იყვნენ:

- "ეს ყველაფერი კლუბის მფლობელზე კარგად მეტყველებს..."

- "როგორ შეიძლება თამაშის დღეს ასე მოულოდნელად გაუშვა მწვრთნელი?!"

- "სიგიჟის ნათელი მაგალითი.."

- "პიროვნულად ძალიან მომწონს შოთი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემპიონშიპის დონის ჯერ არ არის."

- "ჩემი აზრით, დაგვიანებული გადაწყვეტილებაა, აქამდეც უნდა გაეშვათ."

- "ძალიან კარგი სიახლეა - ვიმოდევნობ, რომ გაკვეთილი ისწავლეთ და შემდეგში ჩემპიონშიპის დონის მწვრთნელს მაინც მოიყვანთ!"

- "ეს ცოტათი უსამართლოა, გუნდის სელექცია განახორციელა და ახლა ვუშვებთ?!"

ცნობისთვის ჰალ სიტი ამჟამად ჩემპიონშიფში მე-20 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონამდე სულ რაღაც ერთი ქულა აშორებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი